„გემრიელი აჭარა " : ღვინო და კულინარია

ფასი: 95 $
6-7 სთ
დაჯავშნა
„გემრიელი აჭარა " : ღვინო და კულინარია
„გემრიელი აჭარა " : ღვინო და კულინარია

 

 

 

აღმოაჩინე აჭარა სრულიად განსხვავებული კუთხით — გემოს, ღვინისა და ტრადიციების სამყაროში.

საქართველო ღვინის სამშობლოა, რომლის ისტორია 8000 წელს ითვლის. სწორედ აქ გექნებათ შესაძლებლობა დააგემოვნოთ უნიკალური ქართული ღვინოები, როგორიცაა: საფერავი, ცოლიკოური, ჩხავერი, ქინძმარაული და სხვა.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ღვინის სამშობლოში

ტურის პროგრამა

აჭარული ღვინის სახლი

ულამაზესი პეიზაჟები, ვენახები და ავთენტური გარემო. აქ ნახავთ ერთ-ერთ უძველეს ვაზის ჯიშს — ჩხავერს

ასევე მოინახულებთ 700-წლიან ქვის საწნახელს და მიიღებთ მონაწილეობას 3 სახის ღვინის დეგუსტაციაში.

◊ შესანიშნავი ადგილი ფოტოსესიისთვის

მახოს მარანი — ტრადიცია და დასვენება

ტურის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ნაწილი. მახოს მარანი შექმნილია ქართული ტრადიციული სტილით — ჩოხა-ახალუხები, ავთენტური გარემო და ღია სივრცე, სადაც შეგიძლიათ განიტვირთოთ, გაერთოთ და სრულად შეიგრძნოთ ქართული სტუმართმოყვარეობა.

აქვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ღვინო მარნიდან და სურვილის შემთხვევაში ისიამოვნოთ გემრიელი ქართული სადილით ბუნების ულამაზეს გარემოში.

ტურის ღირებულებაში შედის

◊ კომფორტული ტრანსპორტი

◊ ტრანსფერი

◊ კვალიფიციური გიდი (თამადა)

◊ ღვინის დეგუსტაცია

◊ ხემსი

◊ ვახშამი

ტურის ღირებულებაში არ შედის

◊ პირადი ხარჯები

◊ დამატებითი აქტივობები

შენიშვნა

◊ ვსვამთ ნორმაზე (ვინარჩუნებთ წონასწორობას ^_^)

◊ სადილი შესაძლებელია მახოს მარანში

ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე მინიმუმ 4 ადამიანის შემთხვევაში



დაჯავშნა

ARGOTOUR • SINCE 2005
Contacts
Why ARGOTOUR?
✓ 20+ Years Experience
✓ Trusted Agency
✓ Local Experts
✓ Fast Support
✓ Best Price Guarantee
Top Tours
▸ MACHAKHELA
▸ SVANETI
▸ BATUMI City Tour
▸ Cappadocia
▸ Martvili Canyon