აღმოაჩინეთ ადგილი, სადაც ბუნება და ზღვის ხედები იდეალურად ერწყმის ერთმანეთს…
ბათუმის ბოტანიკური ბაღი — საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ბუნებრივი საგანძური და მსოფლიოში სუბტროპიკული ფლორის უნიკალური კოლექცია.
დაარსებული 1912 წელს, ბაღი შექმნილია ცნობილი ბოტანიკოსის ანდრეი კრასნოვის მიერ და განლაგებულია სემირამიდის დაკიდული ბაღების პრინციპით.
მის განვითარებაში მონაწილეობდა ფრანგი მებაღე მიშელ დალფონსი, რომლის სახელს უკავშირდება ბათუმის ბულვარიც.
ბაღის 9 უნიკალურ განყოფილებაში წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მცენარეული საფარი — ნამდვილი მოგზაურობა კონტინენტებს შორის, ერთ სივრცეში.
◊ სუბტროპიკული ფლორის უნიკალური კოლექცია
◊ ზღვის პანორამული ხედები
◊ სხვადასხვა კონტინენტის მცენარეები ერთ სივრცეში
პეტრას ციხე — VI საუკუნის ბიზანტიური ციხესიმაგრე.
ისტორიულ-არქეოლოგიური კომპლექსი, რომელიც მოიცავს ციტადელსა და უძველეს დასახლებებს. ცნობილია ასევე სახელწოდებით „ქაჯეთის ციხე“
ტურის განმავლობაში გელოდებათ განსაკუთრებული გაჩერება მარანი „ანათეო“-ში — ადგილი, სადაც იგრძნობთ ნამდვილ ქართულ სითბოს და ავთენტურ ატმოსფეროს.
აქ თქვენ:
◊ დააგემოვნებთ ტრადიციულ ქართულ ღვინოს
◊ გაეცნობით ღვინის დამზადების კულტურასა და ისტორიას
◊ ნახავთ მარანს, სადაც ადგილობრივები სიყვარულით ამზადებენ ღვინოს
◊ დააგემოვნებთ გემრიელ, ქართულ სტილში მომზადებულ კერძებს
ეს არის ადგილი, სადაც ბუნება, გემო და სტუმართმოყვარეობა ერთიანდება — და თითოეული სტუმარი განსაკუთრებულად გრძნობს თავს.
◊ სატრანსპორტო მომსახურება
◊ ტრანსფერი
◊ პროფესიონალი გიდი
◊ კვება
◊ პირადი ხარჯები
◊ დამატებითი აქტივობები
◊ იქონიეთ კომფორტული ფეხსაცმელი
◊ ბოტანიკურ ბაღში შესვლის ღირებულება — 10 ლარი
◊ პეტრას ციხეში შესვლის ღირებულება — 10 ლარი
ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე მინიმუმ 4 ადამიანის შემთხვევაში
© 2026, ARGOTOUR All Rights Reserved.
Developed by Z.CHKHAIDZE